KERATIN PERFECT THERAPY


ძირითადი მონაცემები:

ხაზი: PHI-Perfect Hair Id
ქვეხაზი: Special
დასახელება: Keratin Perfect Therapy

რა არის ეს?
კერატინის წვეთებით ინტენსიური მკურნალობა, დაზიანებული, მშრალი და გადაღლილი თმისთვის.
წვეთები ანიჭებენ დამატებით აღდგენით ეფექტს ნებისმიერ ნიღაბს, ხაზიდან: Phi_მოვლისთვის.

რისთვის არის?
ძალიან დაზიანებული და მშრალი თმისთვის. წვეთები ამაგრებენ და დამატებით იცავენ თმას შიგნიდან, აჩერებენ თმის ცვენას და ბოლოების დაყოფას, ასევე უბრუნებენ თმებს სასიცოცხლო ენერგიას.

როგორია მისი ძირითადი დანიშნულება?
შემადგენლობაში კერატინის დიდი რაოდენობის წყალობით წვეთები ამყარებენ თმის სტრუქტურას.

გამოყენება:
ამპულის შემადგენლობა დაუმატეთ ნებისმიერ Phi ხაზის (მოვლისთვის) ნიღაბს, კარგად აურიეთ და წაისვით დაბანილ პირსახოცით შემშრალებულ თმაზე. დატოვეთ მოქმედებისათვის 10-15 წუთი. რის შემდეგაც კარგად ჩამობანეთ წყლით. ერთი ამპულა უნდა იქნეს გამოყენებული ერთ-ორი თერაპიისათვის, ესეც დამოკიდებულია თმის სიგრძესა და სისქეზე.
მხოლოდ პროფესიული მოხმარებისთვის.
შემადგენლობა:
კერატინი:
• ეს არის ღეროვანი ცილა, რომელიც თმას აძლევს ძალას და ელასტიურობას, როგორც თმის ღერის შიგნით ისე თმის გარეთაც. მას უმატებენ თმის კოსმეტიკურ საშუალებებში, ის ამაგრებს თმებს სტრუქტურის გაუმჯობესების გზით.
• კერატინს შეუძლია გაუძლოს ექსტრემალურ ტემპერატურას ( მაღალს და დაბალს ).
• კერატინის წყლობით თმა ხდება უფრო გამძლე მზის ცხელი სხივებისადმი ზაფხულში და ძლიერი სიცივის დროს ზამთარში. სხვადასხვა გამაცხელებელი მოწყობილობების მიმართ, როგორიცაა თმის დასახვევი ან გასასწორებელი საშუალებები და ა.შ.
• კერატინი ავსებს თმის კუტიკულის ბზარებს, რისი წყალობითაც თმები ხდება ბზინვარე, ელასტიური და მორჩილი დასაყენებლად.
შეფუთვა:
შიგნიდან: თეთრი სითხე.
რაოდენობა: 10x13 მლ.
დიზაინი: ამპულები. ისეთივეა როგორიც თმის ცვენის.
შეფუთვა: კოლოფი + 10 გამჭვირვალე პლასტიკური ამპულები.

კოდი 53511
ბეჭდვა